მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.
Worldometers-ის მონაცემების მიხედვით, გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც და ნახევარ მილიონს მიაღწია.
27 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 5,414,897 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 498,996 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, კვლავ ამერიკა ლიდერობს, სადაც 2,5 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, ხოლო ვირუსით 127 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ათეული კი ასე გამოიყურება:
ბრაზილია (1,284,214); რუსეთი (627,646); ინდოეთი (529,331); დიდი ბრიტანეთი (310,250); ესპანეთი (295,549); პერუ (272,364); ჩილე (267,766); იტალია (240,136); და ირანი (220,180).
დაგაინტერესებთ:
COVID-19-ის შემთხვევები კვირაში 1 მილიონით მატულობს! – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს











