საპატრიარქო ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 10 ოქტომბერს მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.
„ხვალ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.
ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











