გადაუდებელი სამუშაოების გამო 20 ნოემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება:
გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლება, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის (ნაწილობრივ), ღლონტის, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.










