11-12 დეკემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.











