„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა, ხან ხმელეთით“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებით „ბრთაობა“ არ შეიძლება.
„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა, ხან ხმელეთით. ეს რაც დავითვალეთ და რაც არ დაგვითვლია? თურმე მან შექმნა ქართველი ერი და მან მოიტანა საქართველოში კულტურა და ამავე დროს უკიდურესად, უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს. ან მეუღლის დაყენება კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად. რაღაც მანია აქვს ამ კაცს. შეპყრობილია. იქნებ თავის მომხრეებმა, მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით“,- აღნიშნა გია ვოსლიმ.
იხილეთ ივდეო: მიხეილ სააკაშვილი – მე ვბრუნდები!











