ზუგდიდელ 11 შვილის დედას, ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს.
მათ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.
ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.
ავტორი: თეა შონია











