12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12 830-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც 10,67%-ია, – განუცხადა ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
მირანდა მესხის თქმით, ეს მონაცემი პირველ ტურში, იგივე პერიოდისთვის დაფიქსირებულ აქტივობაზე ნაკლებია.
31 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 16,58%-მა პირმა გააკეთა.
„არ არის მეორე ტურისთვის მაინცდამაინც დაბალი აქტივობა“, – აღნიშნა ოლქის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ახალი საჩივარი არ დაწერილა, კვლავ ერთი საჩივარი ფიქსირდება ამ დროისთვის.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორ კოვიდ უბანზე სულ რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი.
ავტორი: თეა შონია











