გეგმური სამუშაოების გამო, 12 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ინფორმაციას კომპანია „თელსი“ ავრცელებს.
კერძოდ, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება“ ზემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










