13 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად აიცრა 22 090 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 422, ხოლო გარდაიცვალა 11.













