13 მაისიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უქმე დღეებთან იყო დაკავშირებული მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
შეზღუდვების მოხსნაში შედის ტრანსპორტიც, რომელიც ამ დრომდე გაჩერებული იყო.
„ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შეწყვეტილია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება. 13 მაისიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.










