„თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, დარიალის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










