ბათუმში 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრო, თუმცა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვითარების გამოსწორებისთანავე სტადიონზე ცნობილ ვარსკვლავებს ჩამოიყვანს.








