ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განაცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან ცხრას სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისივე თქმით, 4 ინფიცირებული დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა, ხოლო ერთ ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„9 დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში. 4 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. ერთი არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.











