მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.
მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია:
✅ მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს
✅ მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია
✅ ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი
✅ ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით
✅ მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე
✅ მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება











