გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
15 ივნისის მეტეოროლოგიური პროგნოზი კი ასე გამოიყურება:
თბილისი ღამით +18°, დღისით +30°, დროგამოშვებით წვიმა.
სოხუმი ღამით +17°, დღისით +27°, უმეტესად უნალექოდ.
ბათუმი ღამით +19°, დღისით +25°, უმეტესად უნალექოდ.
ფოთი ღამით +18°, დღისით +27°, უმეტესად უნალექოდ.
ზუგდიდი ღამით +18°, დღისით კი +28°, უმეტესად უნალექოდ.
ქუთაისი ღამით +18°, დღისით +30°, დასავლეთის ქარი.
მესტია ღამით +8°, დღისი +22°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ბორჯომი ღამით +14°, დღისით კი +26°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ახალციხე ღამით +13°, დღისით კი +27°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ცხინვალი ღამით +14°, დღისით +27°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
რუსთავი ღამით +18°, დღისით +31°, დროგამოშვებით წვიმა.
თელავი ღამით +16°, დღისით +29°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ლაგოდეხი ღამით +18°, დღისით +32°, უმეტესად უნალექოდ.
სიღნაღი ღამით +17° დღისით კი +31°, უმეტესად უნალექოდ
ცაგერი ღამით +16°, დღისით კი +26°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ბახმარო ღამით +8°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ.











