დღეს, 15 მაისს გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავდა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ კი აქცია გაურკვეველი დროით გადადო.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება.
„15 მაისია და დღეს დიდი ამბოხება არ უნდა დაწყებულიყო? სად არის ალამუთის სახალხო გვარდია? სად არიან გუბაზი,შალვა,ნატო,მურმანი,თაკო და ნიკა? მიშა ზღვით მოდის,ოღონდ ძაღლურად სწრაფად ვერ ცურავს და დააგვიანდებაო… არაუშავს მთავარია ხაბაზი რუსთაველს ამაგრებს და აკო ლილოს ოფისს…
მერამდენედ მიხეილ?,“ – წერს ქადაგიძე.











