შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 15 წლის გოგოს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმე 143-ე მუხლით აღიძრა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.
„შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ახლა ტარდება საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები“ ,- განაცხადეს შსს-ში.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოზარდის მშობლების გამოკითხვაც მიმდინარეობს. მშობლების თქმით, მათ იცოდნენ, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ პირობა ჰქონდა შეყვარებულს მიცემული, რომ სანამ სრულწლოვანი არ გახდებოდა, არ მოიყვანდა. ჩვენი წყაროს ცნობით, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ამჟამად შეყვარებულთან ერთად იმყოფება.
ინფორმაციისთვის, 15 წლის მოზარდი გუშინ ღამით გაუჩინარდა.











