ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ.
„წელს გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან ქალაქის საყოველთაო კურთხევა მოხდება. დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს.
11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა, რის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას ისე ქუჩებს. წელს პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფეხით მსვლელობა არ იქნება,”- განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის” პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.









