18 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35 %-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში 2.98%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.41%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 280 915, გარდაიცვალა 3 939 პაციენტი.











