19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
სასამართლო სხდომა სრულად დისტანციურად ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











