19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო განცხადება გაკეთდება.
განცხადებას შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებას „პრაიმტაიმი“ 14:00 საათზე ლაივ-რეჟიმში შემოგთავაზებთ.











