ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2-3 კვირაში საქართველოში პრეპარატი „რემდესივერი“ შემოვა.
მისი თქმით, პრეპარატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს
„სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











