Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 151 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
თბილისი – 890
აჭარა – 249
იმერეთი – 342
ქვემო ქართლი – 170
შიდა ქართლი – 142
გურია – 92
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 219
კახეთი – 211
მცხეთა-მთიანეთი – 67
სამცხე-ჯავახეთი – 50
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც: 6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 081.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 167, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 32, იმერეთში – 30.
2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 049 – თბილისში, 593 – აჭარაში.24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე











