2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონმა განაცხადა. ინფორმაციას kfoxtv-ი ავრცელებს.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ 19 ქვეყნის საერთო სავალუტო სივრცე მიმდინარე წელს 8,7 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 6,1 პროცენტით გაიზრდება.
ცნობისთვის, მაისის დასაწყისში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროზონის ვარდნას 7,8 პროცენტით პროგნოზირებდა, აღდგენას კი 6,3 პროცენტით.
„ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, – განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.











