უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს იმაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ წელბში. ამის შესახებ მან „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ 2020 წელს გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი გავაკეთეთ, ვიდრე „ნაციონალური მმართველობის“ დროს ერთად აღებული, ეს არის სიმართლე ოფიციალურ რიცხვებში ასახული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ . 2020-2024 წლებში უფრო მეტის იმედი გვაქვს“,- აღნიშნა მდინარაძემ.
ასევე, დაგაინტერესებთ: საქართველოში საშუალო ხელფასი 1129,5 ლარი გახდა, თბილისში – 1350 ლარი











