2020 წლის 3 აგვისტოს შემდეგ პირველად პორტუგალიაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ბოლო ასეთი შემთხვევა პორტუგალიაში 2020 წლის 3 აგვისტოს დაფიქსირდა.
პორტუგალიაში მოსახლეობის 20%-მა კოვიდის ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა. სრულად ვაქცინირებულ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელია 7-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდის 834,638 შემთხვევა გამოვლინდა.











