საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის საბაზისო პროექტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,3%-იანი ზრდა იგეგმება.
მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გაწერილია 8,5%-იანი დეფიციტი, მაგრამ რეალური დეფიციტი იქნება 9,1%.
ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ნიშნავს თანხას, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯები აჭარბებს შემოსავალს . დეფიციტის შესავსებად სამი გზა არსებობს: ფულის ბეჭდვა, ანუ მიმოქცევაში მეტი კუპიურის ჩაშვება, რაც ფულის კიდევ უფრო გაუფასურებას იწვევს; საგარეო ვალის აღება, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 54%-მდე მიაღწია; და გადასახადების გაზრდა ბიზნესისთვის, რომელიც დღეს საქართველოში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მძიმე მდგომარეობაშია
ბიუჯეტის განხილვა ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ხვალ, 28 დეკემბერს დაიწყება.











