„ევროპული საქართველო“ დღეს საარჩევნო კამპანიას გახსნის.
12:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში პარტია რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
„დარწმუნებული ვარ, ევროპული საქართველო იქნება ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში და იქნება წამყვანი პოლიტიკური პარტია შემდგომ სამთავრობო კოალიციაში. ჩვენი მაჟორიტარები იქნებიან ძალიან საინტერესო სახეები საზოგადოებისთვის და ჩვენ ნამდვილ ბრძოლას გავუმართავთ ივანიშვილს ამ არჩევნებზე“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.











