1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. ეს კურსი დღეს იმოქმედებს
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6356 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6402 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.











