მამაკაცს, რომელმაც გუშინ ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირი დაჭრა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
24 წლის ნიკა ბეგიაშვილს, რომელსაც გამოძიება ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ინფორმაციისთვის, დაჭრილები კლინიკა “მედცენტრში” გადიან მკურნალობას. ორივე პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ერთს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორეს იდაყვისა და ბარძაყის არეში.











