„რიონის მცველები” თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ. ამის შესახებ აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა დავიძვრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი ჩვენი დღეა. მოვუწოდოთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის,“ – განაცხადა გოლეთიანმა.
მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია:
- შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
“რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.











