საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან მიმართებაში 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება, რომლებიც გასაკეთებელია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში – ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა, მეორეა მიზნობრივი ეფქტური შეზღუდვების შენარჩუნება სადაც საჭირო იქნება და ვაქცინაცია“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები ქვეყანაში 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება.











