ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს.
“მე “ქართულ ოცნებას” ვარწმუნებ, რომ პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა. ეს კი რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო, არ ჩახსნა პარტიის თავმჯდომარემ სია.” – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ცნობისთვის, ირმა ინაშვილი, გიორგი ლორია და გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წევრები აღარ არიან. გადაწყვეტილებას პარლამენტში კენჭი უკვე უყარეს. ინიციატივას ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.











