ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო ჩაკეტილი გიზას პირამიდები 3-თვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირამიდებში შესვლამდე აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა. კერძოდ, ყველაფერს, ვიზიტორებისა და მათი ჩანთების ჩათვლით, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
აღსანიშნავია, რომ გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. სამშაბათიდან კი ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.









