31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 184 306 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 31 აგვისტოს აიცრა 25 670 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 393 764, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.8% პროცენტს შეადგენს.











