31 მაისიდან აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე მიიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კოვიდის 332,610 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4,867-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 321,132 ადამიანი.











