fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეუთოს წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

19:35 ნოემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების და ბოლო დღეებში თბილისში (საქართველო) პოლიციასთან შეტაკებების შესახებ ცნობების საპასუხოდ, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ლიდერმა, ელონა გებრა ჰოჯამ (ევროპარლამენტარი, ალბანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ (ევროპარლამენტარი, ფინეთი) მოუწოდეს საპროტესტო აქციების მონაწილეების, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო ხელისუფლებას – პატივისცემით მოეკიდონ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო, თუმცა მე ასევე შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

მე მივესალმები ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, მაგრამ ძალადობრივი აქტები მიუღებელია. მე მოვუწოდებ საპროტესტო აქციების მონაწილეებს მშვიდობისკენ. ამავე დროს, მართალია, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას აკისრია თავშეკავების ვალდებულება დემონსტრანტებთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“. – განაცხადა ჰოჯამ.

„მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ, რათა დაძლეული იყოს ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთობლივად შემუშავდეს სტაბილური პოლიტიკური ჩარჩო, ასევე გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან ახლახან მიღებული გზავნილები. მხარს ვუჭერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდო საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფაში“. – განაცხადა პია კაუმამ.

გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასევე განაცხადა:

„საქართველოს არჩევნებზე და ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დაკვირვების საფუძველზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული და გამოამჟღავნებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და ერთგულებას საერთო სიკეთის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი“.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიავლინა სადამკვირვებლო მისია. ამ მისიის თანახმად (რომელიც შედგა ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ძალისხმევით), არჩევნების ტექნიკური ასპექტების მართვა წარიმართა ეფექტიანად, მიუხედავად COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე.

არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, რომლებმაც მოიტანა გარკვეული გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით, თუმცა ასევე აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად, ვკითხულობთ განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მიმდინარეობს გადათვლის პროცესი, რათა გადამოწმდეს და დაზუსტდეს უბნების შემაჯამებელი პროტოკოლების მონაცემები. 2020 წლის 8 ნოემბრის მონაცემებით, უკვე განხორციელდა 24 საარჩევნო უბნის პროტოკოლების გადათვლა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“, – აცხადებს რობერტო მონტელა.

 

თეგები: აქციაეუთონინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია