31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდება.
ვადის გაგრძელების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ დასვა.
მისივე თქმით, 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საფუძველზე, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ისეთი პრობლემური საკითხები არ გამოკვეთილა, რომლებსაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე არსებითი ზეგავლენა მოეხდინა.











