fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყოფილა – ირაკლი ღარიბაშვი

18:20 სექტემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

“ IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში – პატიმრების, ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება იყო ყოველდღიური ტრაგედია, ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რეალური ისტორიები, ეს ხომ არ არის მოგონილი, უტრირებული ლეგენდები, კონკრეტული ფაქტები, რომელიც იხილა მთელმა მსოფლიომ, როცა მოხდა ამ დამნაშავე, მჩაგვრელი, სადისტური და პირდაპირ უნდა ითქვას, მკვლელი რეჟიმის მხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. „ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს.

“ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელები, დღეს გამოდიან და კიდევ ჩვენზე ბედავენ რაღაც კრიტიკას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორ შეიძლება, დღევანდელი სასამართლო შეადარო 2012 წლის სასამართლოს. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში. თვითონ მოსამართლეების მთელი კორპუსის განცხადებით, 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს არის ფაქტი, მეგობრებო. კიდევ მეორე ფაქტი, რაც მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მავნებელ და მატყუარა ოპოზიციას – ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის და ჯგუფის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს. უფრო მეტიც, ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას, ღიად ვიტყვით ამას, ვასწრებთ ბევრი ნიშნულით. შესაბამისად, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღწეული, არის ხელშესახები არის ღია და გამჭვირვალე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. კიდევ გავაგრძელებთ სასამართლო რეფორმას, ყველა იმ რეფორმას, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია