საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ამის შესახებ პრეზიდენტმა “ტვიტერზე” დაწერა.
“აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვიცე – პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
4 ივლისი შანსია გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.











