ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განამრტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
როგორც იგი ამბობს, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 82%-მდე გაიზარდა.
„ერთი არის ლენჯერის კლასტერი, 6 არის დადასტურებულებთან კონტაქტი, 4 კი შემოტანილი შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულების ციფრი სოლიდურად გაიზარდა. 40 დაგვემატა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი არის 82. მკურნალობას კოვიდ ცენტრში გადის 230 პაციენტი.
ასევე, საერთო ჯამში ქვეყანაში რჩება 4 კრიტიკული და 17 მძიმე პაციენტი.
ჩვენ გვყავს 19 დადასტურებული პაციენტი. კვლავ გვრჩება ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი“,- ამბობს მარინა ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1447 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1190 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 19.











