იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, შეზღუდვები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქალაქის მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ.
გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები შეჩერდება.
ასევე, ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება.
„დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ,“- განაცხადა კონტემ.











