სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოფიანი საბრძოლო მომზადების გავლას და შემდეგ „სამშობლოს დასაცავად“ ყარაბაღში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი რაზმი, რომელთა შორის მეც გახლავართ, საბრძოლო მომზადებას იწყებს. რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემართებით. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მტერს ქვეყანა და ღირსება“ – აცხადებს აკოფიანი.
ეს განცხადება კი კეთდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებული ცნობის შემდეგ, სადაც გაცხადდა, თითქოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში ორშაბათს დილის 07:00 საათიდან უნდა შესულიყო ძალაში.











