კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 22 პაციენტი რჩება.
„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 844, ხოლო გარდაცვლილი 15.











