Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და საკმაოდ გულუხვი ქველმოქმედია.
უცნობი ფაქტები ბილ გეიტსზე:
- როგორც BusinessInsider-ი წერს, ბილ გეიტსის ნიჭმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მიიპყრო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სკოლამ გეიტსის ნიჭის შესახებ შეიტყო, სკოლის ადმინისტრაციამ მას მოსწავლეების გაკვეთილებზე გადანაწილებისთვის კომპიუტერული პროგრამის შექმნა დაავალა;
- გეიტსმა მსოფლიო ენციკლოპედიის ყველა გამოცემა თინეიჯერობის პერიოდშივე წაიკითხა;
- გეიტსის თქმით, Microsoft-ს რომ არ გაემართლებინა, ახლა ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი იქნებოდა;
- გეიტსი ამბობს, რომ ის წელიწადში 50 წიგნს კითხულობს. „კითხვა საუკეთესო გზაა სწავლისა და განვითარებისთვის“,- ამბობს ის;
- გეიტსმა არც ერთი უცხო ენა არ იცის. მისი თქმით, ამას ყველაზე მეტად ნანობს ცხოვრებაში.











