სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, ფიზიკურად პირველად ჩატარდა, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია, უპრეცედენტო 84 ხმით გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.
„მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს.
დღეს ხაშურში სიმბოლურია, რომ დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება.











