პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტის ფარგლებში შს მინისტრის მოსმენის თაობაზე წერილი გაგზავნილია.
“ყველა მომენტი ერთგვაროვნად არ უნდა შეფასდეს. დასაწყისში ქუჩებში ძალიან სწრაფად, ელვისებურად განვითარდა ძალიან ცუდი მოვლენები. დღეებით ადრე ცნობილი იყო ის, რომ „პრაიდის“ ღონისძიება 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში უნდა დაწყებულიყო. იმავდროულად იგეგმებოდა კონტრაქცია, მაგრამ არა დილით.
ასეთი მოვლენები იმ დროს რომ განვითარებულიყო, რა დროზეც ინფორმაცია წინასწარ იყო ცნობილი, კრიტიკის გამოთქმას ვერავინ დამასწრებდა. 6 ივლისს კი, პოლიციამ საფრთხის არიდება საკმაოდ კარგად, მაღალი სტანდარტების დაცვით უზრუნველყო”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.










