6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.47 %-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.55 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.56%.
დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი.
სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
7 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 272 851-ს შეადგენს.
ვირუსს 3576 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 266 693-ი.










