fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

6 პუნქტი არ არის 6 მცნება, შეიძლება რაღაც დაემატოს, რაღაც გამოაკლდეს – ირაკლი ქადაგიშვილი

18:43 მარტი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
800
ნახვა

„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის: უკაცრავად, ჩემო ამომრჩეველო, უკაცრავად, საქართველო, ოპოზიცია ახირებულია, ამათ ახირებას ვერავინ გადაათქმევინებს, ვერც ერთი კანონი, ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ამ ახირებას თავი დავუხაროთ, წავალთ ახლა ჩვენ სახლში და მოვიდეს სააკაშვილი მთელი თავისი შლეიფით და მართოს ეს ქვეყანა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ევროპა გვთავაზობს ჩვენ საკითხებზე შეთანხმებას, რაც ასეთი კრიზისების შექმნას კიდევ ერთხელ გამორიცხავს. შარლ მიშელის ჩამოსვლისა და მისი ჩართულობის შემდეგ, ვფიქრობ, ოპოზიციამ დაინახა, რომ აბსოლუტურად სხვა შედეგი მიიღო, ვიდრე მათ წარმოედგინათ რომ მიიღებდნენ. მათ ეგონათ, რომ შარლ მიშელი გამოვიდოდა და იტყოდა, „აბა, სასწრაფოდ, მხოლოდ ისღა მაინტერესებს, რომელ თვეს და რომელ დღეს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და არ მაინტერესებს სხვა არაფერიო, გახსენით ციხის კარები და გამოუშვით პირობითად მელიაო“. მისი მესიჯები იყო იმ დიალოგისკენ მოწოდება, რომელმაც სწორედ კრიზისის განსამუხტი მექანიზმები უნდა აამოქმედოს და პოლიტიკური კონსენსუსი უნდა შედგეს სამართალსა და კონსტიტუციაზე დამყარებული,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან შარლ მიშელის მონაწილეობისას შედგენილ 6 პუნქტზეც ისაუბრა:

„იქ შეიძლება რაღაცა დაემატოს, რაღაცა გამოაკლდეს. ეს არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ის საკითხები და პრობლემები, რომლის გარშემოც საუბარი უნდა წარიმართოს. მე ვფიქრობ, რომ ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით დიალოგის, კონსენსუსისა და შეთანხმების მოძებნა შესაძლებელია და ვიტყვი მეტსაც, რომ ბევრ ამ პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პარლამენტში უკვე მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს აინიცირებს. აქ არის ერთადერთი, რაც საჯილდაო ქვაა, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება. დანარჩენილი დასმული საკითხები გადაწყვეტადია,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა

თეგები: ირაკლი ქადაგიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 24, 2021
888
პოლიტიკა

სააკაშვილის შიმშილობის ფორმა ისეთია, რომ მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 16, 2021
799
პოლიტიკა

დიახ, ჩვენ გვეშინია, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 10, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია