„6-პუნქტიანი მოთხოვნა არ წარმოადგენს გეგმას, ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ოპოზიციამ გააკეთა“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოსლკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური განვითარება ექნება.
„ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, ვინაიდან დოკუმენტები ისე მრავლად გამოქვეყნდა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციის ლიდერშიპს, აქედან გამომდინარე, იგონებენ, რომ არსებობს გეგმა.
ყოველთვის სკეპტიკური ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე პოზიტიური და კონსტრუქციული იდეები გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას”. ფაქტია, რომ სიტუაციას ის განაგებს, თუმცა მმართველ გუნდში მაინც გამოთქვამენ იმედს, რომ პოზიტივი იქნება, ვინაიდან ძალიან დიდია ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, ეს განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მგონია, რომ საერთაშორისო პოზიციები თავის საქმეს შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ. ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მეტი ფასის მნიშვნელობის საკითხი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიდრე ეს ცალკეული გამოხტომების ფასია“, – განაცხადა ვოლსკიმ.











